Saturday, November 7, 2009

გორისციხე

პროექტის მოკლე აღწერა: ,,გორისციხის” გაცნობა

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას, გაიგებენ მისი გმირული წარსულის შესახებ, გაეცნობიან მის ისტორიას, მოაწყობენ ლაშქრობას გორისციხეზე.

მოსწავლეთა ასაკი: 7 – 8 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დამხმარე ლიტერატურით; ლაშქრობის დროს გადაღებული სურათებით სტენდის გაკეთება, ლაშქრობის შთაბეჭდილებებით მხატვრული და ლიტერატურული ჩანახატების შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: გამოუმუშავდებათ დაკვირვების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების უნარი. ამაღლდება მათი ცოდნა და ჩამოუყალიბდებათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი გაფრთხილებისა და პატივისცემის უნარი.

სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობას, გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარს. გაიღრმავებენ ცოდნას მშობლიური ქალაქის შესახებ, შექმნიან სტენდს, გააკეთებენ ჩანახატებს და მოაწყობენ მათ პრეზენტაციას. სკოლის სხვა მოსწავლეები და პედაგოგები დაათვალიერებენ სტენდს, გაეცნობიან მოძიებულ მასალას, დაესწრებიან პრეზენტაციას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა: მასალის მოძიება, ინტერნეტით, ბიბლიოთეკით სარგებლობა, შთაბეჭდილების გადმოცემა, ლიტერატურული ჩანახატების შექმნა.
ისტორია: ქალაქის ღირშესანიშნაობის ისტორიის გაცნობა.
ხელოვნება: მხატვრული ჩანახატების შექმნა, ესთეტიკური ხედვის ჩამოყალიბება.
ფიზ-აღზრდა: ლაშქრობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინტერნეტით მასალის მოძიება.

პროექტის ფასილიტატორი: მარიამ უნაფქოშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: makaterine16@gmail.com
ჩემი პორტფოლიო: